,, მეცნიერების მამად" წოდებული გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ,, შვიდ ბრძენთაგან" ერთ-ერთი- თალეს მილეტელი (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები), აპოლოდორე ატენელის მიხედვით დაიბადა მილეტში (დღევანდელი თურქეთი) მის სახელს უკავშირდება მათემატიკაში მრავალი გეომეტრიული ფაქტის აღმოჩენა და დამტკიცება. თეორემა ელემენტარული გეომეტრიიდან; ვერტიკალური კუთხეები ტოლია; ტოლფერდა სამკუთხედის ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია; სამკუთხედების ტოლობის I ნიშანი; წრეწირში ჩახაზული კუთხე, რომელიც დიამეტრს ეყრდნობა, მართია; წრე დიამეტრით ორ ტოლ ნაწილად იყოფა. განსაკუთრებით ცნობილი თეორემა, რომლიც მის სახელს ატარებს არის თალესის თეორემა: თუ კუთხის გვერდების პარალელური წრფეები კუთხის ერთ გვერდზე ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს, მაშინ ეს წრფეები მეორე გვერდზეც ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს.