,, მეცნიერების მამად" წოდებული გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ,, შვიდ ბრძენთაგან" ერთ-ერთი- თალეს მილეტელი (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები), აპოლოდორე ატენელის მიხედვით დაიბადა მილეტში (დღევანდელი თურქეთი) მის სახელს უკავშირდება მათემატიკაში მრავალი გეომეტრიული ფაქტის აღმოჩენა და დამტკიცება.- თეორემა ელემენტარული გეომეტრიიდან;
- ვერტიკალური კუთხეები ტოლია;
- ტოლფერდა სამკუთხედის ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია;
- სამკუთხედების ტოლობის I ნიშანი;
- წრეწირში ჩახაზული კუთხე, რომელიც დიამეტრს ეყრდნობა, მართია;
- წრე დიამეტრით ორ ტოლ ნაწილად იყოფა.
განსაკუთრებით ცნობილი თეორემა, რომლიც მის სახელს ატარებს არის
თალესის თეორემა:
თუ კუთხის გვერდების პარალელური წრფეები კუთხის ერთ გვერდზე ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს, მაშინ ეს წრფეები მეორე გვერდზეც ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს.


Comments
Post a Comment