Posts

Showing posts from June, 2019
Image
   ,, მეცნიერების მამად" წოდებული გენიალური ძველბერძენი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი  და ,, შვიდ ბრძენთაგან" ერთ-ერთი-  თალეს მილეტელი (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები), აპოლოდორე ატენელის მიხედვით დაიბადა მილეტში (დღევანდელი თურქეთი) მის სახელს უკავშირდება მათემატიკაში მრავალი გეომეტრიული ფაქტის აღმოჩენა და დამტკიცება.  თეორემა ელემენტარული გეომეტრიიდან; ვერტიკალური კუთხეები ტოლია; ტოლფერდა სამკუთხედის ფუძესთან მდებარე  კუთხეები ტოლია; სამკუთხედების ტოლობის I  ნიშანი; წრეწირში ჩახაზული კუთხე, რომელიც დიამეტრს ეყრდნობა, მართია; წრე დიამეტრით ორ ტოლ ნაწილად იყოფა. განსაკუთრებით ცნობილი თეორემა, რომლიც მის სახელს ატარებს არის  თალესის თეორემა: თუ კუთხის გვერდების პარალელური წრფეები კუთხის ერთ გვერდზე ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს, მაშინ ეს წრფეები მეორე გვერდზეც ტოლ მონაკვეთებს მოკვეთს.